ბათუმში COVID-19 108 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, აჭარაში COVID-19 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2530 PCR ტესტი.

სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 97 კოვიდინფიცირებული.

საქართველოს მაშტაბით COVID-19 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button