„ტელესკოლა“ 15 სექტემბრიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ გენერალური პროდიუსერის, თამარ ციციშვილის განცხადებით, ეთერი განახლდება გაკვეთილების ცხრილით, რომელიც ყველა გაკვეთილს მოიცავს და სასწავლო გეგმას მიყვება.

„ტელესკოლა“ 15 სექტემბრიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას.

„ასევე, ჩვენ გვქონდა პროექტები, რომლებიც არის სასწავლო პროცესის დამატებითი რესურსი. ეს პროექტებიც ჩაეშვება ეთერში. ჩვენ ყველანი ველოდით, რომ სრულყოფილად დაიწყებოდა სასწავლო პროცესი, მაგრამ ამ ეტაპისთვისაც მზად ვართ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაკვეთილებით ძალიან დავეხმარებით, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.

ყველა კლასისთვის 15-წუთიანი გაკვეთილი იქნება, კვირაში ერთხელ ერთ საგანში. ამას დაემატება ინგლისურის გაკვეთილები არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, დიდებისთვისაც. ასე რომ, 15 სექტემბერს, 09:00 საათზე „ტელესკოლა“ განაახლებს მაუწყებლობას“, – განაცხადა თამარ ციციშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button