უბედური შემთხვევა გზის მშენებლობაზე – არსებული ინფორმაციით, თანამშრომელს დეტონატორი აუფეთქდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის 60 წლამდე თანამშრომელს დეტონატორი აუფეთქდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button