“ეს მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს”- მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 158 შემთხვევაზე

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზაუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება სწრაფად მოხდა.

“ეს მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, ძალიან მყისიერი ქმედებები განხორციელდა, სწრაფად მოხდა კონტაქტების მოძიება და ლოკალიზებისკენ მივდივართ, ეს ციფრი ნუ შეგვაშინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ დავიცვათ, რეგულაციები უნდა გავამკაცროთ საკუთარი თავის მიმართ,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში დადასტურებული 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარიდანაა, 28 სამეგრელოდან, 19 იმერეთიდან, 6 გურიიდან, 18 თბილისიდან.

კოვიდცენტრებში და შესაბამის ზონებში მკურნალობს 586 პაციენტი.

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 25 ინფიცირებული, მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 1, ხოლო მძიმეა 2 პაციენტის მდგომარეობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button