გორში ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა

ახალგაზრდებს შორის გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი, წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამი თვის განმავლობაში პაციენტს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო.

ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან “ჟოზეფში” ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა გიორგი კანდელაკის შვილი – თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button