საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფინანსური წლის გეგმა გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„თავის მხრივ, დეივიდ ჰოგან ჰერნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი, ასევე, მიესალმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020-2021 ფინანსური წლის გეგმას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button