ამირან გამყრელიძე სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, ამასთან, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყების კვალდაკვალ, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნება, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში არ დაუშვან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება უმაღლეს საწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციია, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. უნდა ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება, აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button