საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და სულ 1321-ია.

დღეს დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილის ჯგუფურ შემთხვევას უკავშირდება.

“საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში და ეს 5 ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში,” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა, რის საფუძველზეც, შესაძლოა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელების სახე მიიღოს.

“მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ავადობის მაჩვენებელი გახლავთ უკვე ქვეყანაში 8. მართალია ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში იმიტომ, რომ 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, რომელიც ჩვენთან არის, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა.

კარანტინის რეჟიმში – 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 ადამიანია გარდაცვლილი.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button