თელავში პოლიცია ორ მოზარდს ეძებს

თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებს. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო, რომ მოზარდები თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშრუტო ტაქსიში თავად ჩასვა და მათი სოფელში დაბრუნება სცადა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. პოლიცია მოზარდებს უკვე ეძებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button