ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან – გიორგი გახარია

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ორი კვირით პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. კლასში იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან.

მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button