8 წლის ბავშვს ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა – დაშავებული მძიმე მდგომარეობაში თბილისში გადმოჰყავთ

ახალციხეში, რაბათის უბანთან 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ბაიკერთა რბოლის დროს მოხდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ახლობლების თქმით, მოზარდს დაზიანებული აქვს თავი და ფეხები. კატასტროფის მანქანას, ამ დროისთვის, ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. მორიგე ქირურგი, გენადი ხატიძე განმარტავს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button