სუპერმარკეტ “ზღაპარის” ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

სუპერმარკეტ “ზღაპარის” ვარკეთილის ფილიალის ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სუპერმარკეტის თანამშრომელი განმარტავს, რომ ინფიცირებული  ორი კვირის განმავლობაში შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა ვირუსის დადასტურებამდე ის 1 დღით გავიდა სამსახურში.

მისივე ცნობით, სუპერმარკეტი ერთი დღით დაიკეტა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელის სხვა მაღაზიის თანამშრომლები მუშაობენ.

აღნიშნული ფილიალის 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ჯერჯერობით ადგილზე ეპიდემიოლოგები არ მისულან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button