მკვლელობა კახეთში – 41 წლის მამაკაცს 2 ტყვია მისმა ნაცნობმა ესროლა

კახეთში 41 წლის მამაკაცს, ტაქსით მგზავრობის დროს, უკანა სავარძელზე მჯდომმა მისივე ნაცნობმა 2 ტყვია ესროლა.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, დაპირისპირება მანქანის შესყიდვას უკავშირდება.
გარდაცვლილი მანქანებით ვაჭრობდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ,მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

განსხვავებულ ვერსია აქვს ეჭვმიტანილის მამას, რომელიც ირწმუნება, რომ მანქანის პატრონს მისი შვილის ვალი ჰქონდა.

განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი მოწმეები, მათ შორის – ტაქსის მძღოლი უკვე გამოკითხეს.

მკვლელობაში ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button