გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button