აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც “რუსთავი 2”-თან საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, დადასტურებული შემთხვევებიდან 4 ე.წ. “დონას” კლასტერიდანაა.

გარდა ამისა, რუსუდან შავიშვილის თქმით, აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსზე კვლევა გრძელდება.

“აჭარაში არის 12 დადასტურებული კოვიდშემთხვევა. მათ შორის 4 გახლავთ “დონას” კლასტერთან დაკავშირებული. 1 არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. დანარჩენი 8 არის ცხელების ცენტრიდან, პოლიკლინიკებიდან და ბულვარიდან გამოვლენილი შემთხვევები.

ჯერ არ არის სრულად დასრულებული აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ტესტირების პროცესი. იმ ნაწილში, რაც არის ჩატარებული, არის ნულოვანი გამოვლინება, ანუ არცერთი დადასტურებული. დღეს დასრულდება საბოლოოდ,” – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button