ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაშავებული, წინასწარი ინფორმაციით, კლუბ “დეჟავუს” მენეჯერია.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, მუშებს, რომლებიც კონდიცირების სისტემის გასამართად მუშაობდნენ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button