მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ფეისბუკ” გვერდზე ადასტურებს.

ვადასრურებთ ინფორმაციას, რომ გუშინ ღამით ჩვენი თბილისის საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.იგი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში არ ქონია შეხება არც ერთ ჩვენს თანამშრომელთან. მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, “ნავნე” გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. “ნავნეს” არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს,”- აღნიშნულია მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button