სასურსათო მაღაზია “ნიკორას” თბილისის ვაჟა-ფშაველას ფილიალში, ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 პირი კარანტინში გადაიყვანეს.
ნიკორას“ შრომითი უსაფრთხოების მენეჯერმა, გიორგი ემუხვარმა განაცხადა, რომ ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა, სადაც მომხმარებელს ახალი პერსონალი მოემსახურება.
„30 რიცხვში, ერთ-ერთ ფილიალში დიასახლისს დაუდასტურდა „კოვიდ-19“ ინფექცია, იმ დღესვე მოხდა მთლიანი ჯგუფის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადაყვანა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავუგზავნეთ სრული სია, ვინ შეიძლებოდა ამ ხალხთან შემხებლობაში ყოფილიყო. გუშინ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტები, დღეს მოვიდა პასუხები. ერთს დაუდასტურდა კიდევ კორონავირუსი. 22 ადამიანის პასუხი კი, უარყოფითია. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა ინფორმაცია, რომ 24 საათის მერე შეგვეძლო ალტერნატიული ხალხის მეშვეობით გაგვეხსნა ეს ფილიალი“, – განაცხადა გიორგი ემხვარმა.