,,რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული” – ეკატერინე დგებუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოახლოებულ სასწავლო პროცესზე და შესაბამის რეგულაციებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სწავლის დაწყების დროის, სმენების გადანაწილებისა და ცხრილის აწყობის საკითხებში სკოლებს სრული თავისუფლება მიეცათ.
“ყველა სკოლას აქვს თავისი ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა. სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა ერთი, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგძლივობის, მოქნილობის გრაფიკი შემუშავდა. ასევე, სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა და ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე.

ასევე, რეკომენდაციის პაკეტში არის, რომ რა თქმა უნდა, ეს არის სკოლის არჩევანი, თუ მას დასჭირდება გამოიყენოს შაბათი დღე, როგორც სასწავლო დღე,” – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button