ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი”, რომელიც 900 ვიზიტორს მასპინძლობს ჩაიკეტა

ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი„ დროებით ჩაიკეტა. როგორც სასტუმროს დირექტორმა, კოკა გეგუჩაძემ განმარტა, სასტუმროს დროებითი დაკეტვის მიზეზი, კონფერენციაზე ჩასული ექიმისთვის ტემპერატურის დაფიქსირება გახდა.

მისივე თქმით, „დრიმლენდ ოაზისში“ ამ ეტაპზე დამსვენებლების მიღება შეჩერებულია, ხოლო სასტუმროში მყოფი პირები ტერიტორიას არ ტოვებენ.

ამასთან, როგორც გეგუჩაძემ განაცხადა, კორონავირუსზე ექიმისთვის ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხს დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან და ამის შემდეგ ეპიდემოლოგების რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ.

გეგუჩაძის თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში 900-მდე ადამიანი რჩება და მათ, ვისაც შექმნილი მდგომარეობის გამო სასტუმროში დაგეგმილზე მეტხანს მოუხდა დარჩენა, უფასო კვებით უზრუნველყოფენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button