
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდანაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდანაა, 7 ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა შემოტანილია (მათგან 2 მძღოლია).
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 270 შეადგენს.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.
მისივე თქმით, 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.
კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.