კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა საქართველოში – ინფიცირების დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იზრდება

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1487-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი და მათი რიცხვი 1240-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 221 პაციენტი გადის.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტია გარდაცვლილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, იმპორტირებული შემთხვევებიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button