ხაშურის რაიონში, სოფელ ალში ორი ახალგაზრდა კაცი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურის რაიონში, სოფელ ალში, ორი ახალგაზრდა კაცი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი სასმელი წყლის ჭაში გასაწმენდად ჩავიდნენ, შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს.

ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდები უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდნენ. ორივე კაცის ცხედარი ჭიდან უკვე ამოასვენეს.

მომხდარზე საქმე სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button