უნგრეთის საზღვრის ჩაკეტვის გამო, ადგილობრივი კომპანია Wizz Air-ი ფრენებს ამცირებს

უნგრული კომპანიის, Wizz Air-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია 7 სექტემბრიდან, ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით დაგეგმილი რეისების რაოდენობას მკვეთარად შეამცირებს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 7-დან 30 სექტემბრამდე პერიოდში, 32 ფრენას განახორციელებენ. ეს მაშინ, როცა მხოლოდ 1-6 სექტემბრის შუალედში 126 რეისი შესრულდება.

Wizz Air-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ყველაზე პოპულარული მიმართულებებით შესრულდება ფრენები, თუმცა, ჯერჯერობით, ამ მიმართულებებს არ აკონკრეტებენ.

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან უნგრეთი ქვეყანაში უცხოელების შესვლას დროებით შეზღუდავს, ხოლო უნგრეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, კარანტინის გავლა მოუწევთ. გამონაკლისი იქნება ცალკე კატეგორიის უცხოელი მოქალაქეები, როგორებიც დიპლომატიური და ჰუმანიტარული სამსახურების წარმომადგენლები არიან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უნგრეთში კოვიდინფიცირების 292 ახალი შემთხვევა აღწერეს. ეს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ ვეყანაში ვირუსი 5 961 ადამიანს დაუდასტურდა და 614 ადამიანი გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button