6 წლის ბავშვი, რომელსაც საკუთარ სახლთან ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა

6 წლის ბავშვი, რომელსაც საკუთარ სახლთან ავტომობილი დაეჯახა, დილით გარდაიცვალა.

სოფელ ტყაიაში მერის რწმუნებულის ედემ კეკუტიას თქმით, ინფორმაცია, რომ 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა იჯდა საჭესთან, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. როგორც გამგებელი აცხადებს, ფაქტის შემსწრე მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და სხვამ არავინ იცის, სინამდვილეში ვინ იჯდა საჭესთან, როცა უბედური შემთხვევა მოხდა.

“ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის დაზუსტებით. ჯერ არც არის იქ ისეთი სიტუაცია, რომ საერთოდ ვინმემ იკითხოს ამის შესახებ,”- განაცხადა ედემ კეკუტიამ.

გუშინ სოფელ ტყაიაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 წლის გოგონა დაშავდა. ის ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი ქუთაისში, სპაციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დილით გარდაიცვალა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button