ხანძარი გლდანში – მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 ბავშვი გამოიყვანეს (ფოტო)

მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარში 3 ბავშვი გადაარჩინეს. 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო – სამაშველო ტექნიკის მობილიზება მოხდა.

ბინაში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა.

უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button