მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 11 წლის მოზარდის ბებია საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

11 წლის მოზარდის ბებია, როზა ბოგვერაძე კვლავ აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, ბავშვი დას 200-ლარიანი დახმარების განაცხადის შევსებას თხოვდა და თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა.

ბებია ასევე აცხადებს, რომ  ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავისთვის უთხოვია, რაც მომხდარში ძალიან საეჭვო გარემოებაა.

როზა ბოგვერაძე პოლიციაში გამოკითხვაზე სამჯერ იყო დაბარებული. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

მისივე ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button