Airbnb-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას 2021 წლის აგვისტომდე შეძლებენ

ბინებისა და სახლების გაქირავების სერვისი Airbnb-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კომპანიის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას 2021 წლის აგვისტომდე შეძლებენ.

როგორც Airbnb-ში აღნიშნავენ, კომპანიის თანამშრომლები სახლებიდან მუშაობას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ კომპანიის ოფისები 2021 წლის აგვისტომდე გაიხსნება.

აქამდე დისტანციური მუშაობის პერიოდის გახანგრძლივება ისეთმა კომპანიებმა გამოაცხადეს, როგორიცაა Facebook-ი და Google-ი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button