შრომის ინსპექცია გადაწყვეტს, მიეცემა თუ არა კონკრეტულ ბაღს, ან სკოლას ფუნქციონირების უფლება – ბექა ფერაძე

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება.

სამინისტროს მიერ შემუშავებული მოთხოვნები და პრევენციული ღონისძიებები ერთნაირი იქნება საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ბაღებსა და სკოლებს შესაბამისი პროტოკოლის დაცვა მოუწევს, რასაც საბოლოოდ შრომის ინსპექცია შეამოწმებს, რის შედეგადაც დადგინდება, მიეცემა თუ არა კონკრეტულ ბაღს, ან სკოლას ფუნქციონირების უფლება.

“თითოეულმა სექტორმა უნდა შეადგინოს შესაბამისი გრაფიკი, თუ რა რაოდენობით ბავშვებს გადაანაწილებს ოთახში. ასევე, დაწყებამდე, თითოეულმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სტაფი იყოს გადამზადებული. ამ ყველაფერს გააკონტროლებს შრომის ინსპექცია.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს იქნება შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინება, უნდა იყოს ბავშვებისთვის ინდივიდუალური ყუთები, მარკერებისთვის, ფანქრებისთვის, ასევე უნდა იყოს გამოყოფილი ერთჯერადი ხელის გასამშრალებლები.

ეს ყველაფერი ნამდვილად მოსწრებადია, უბრალოდ, აქ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შრომის ინსპექციამ. თუ ვერ დააკმაყოფილებს სკოლა ან ბაღი მოთხოვნებს შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული,”- განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button