წყალტუბოს ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების მიღება გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დირექტორის მოადგილეები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წყალტუბოში ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე, რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე განაწილდა.

წყალტუბოში საცხოვრებელ ფართი 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას დამატებით 420 ოჯახი მიიღებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button