შატილში მომხდარ ტრაგედიაზე საგურამოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

საგურამოს პოლიციაში შატილში მომხდარი ტრაგედიის შესახებ  დაკითხვები მიმდინარეობს.

გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი? მძღოლის დაუდევრობა თუ  ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი?

პოლიციაში, ცოტა ხნის წინ შევიდა კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც შატილში ავარიის დღეს სხვა ტურზე იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გზა კარგი იყო, თუმცა შესაძლოა მძღოლი მოძრაობდა დასაშვებზე მეტი სისწრაფით.

“მუხრუჭებმა გაუცხელა. მე რომ გამომყოლოდნენ უკან, დათვიჯვარიდან, არაფერი არ იქნებოდა. იმიტომ, რომ მე ჩამოვდივარ იქიდან მე-2 მე-3 სიჩქარით და ალბათ, მესამე სიჩქარით ჩამოვიდა. მუხრუჭებმა გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. გზა კარგი იყო, ზოგი ამბობს, ტალახიან გზაზე რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, არაფერი წვიმა არ იყო, მშრალი გზა იყო. რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო. მეც გავაჩერე და ვკითხე, რა ხდება, როგორ ხარ-მეთქი, არაფერი, კარგადო. რაღაცას აკეთებდა მანქანაში. მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი და არაო, თუ გაგიცხელა, მითხარი მეთქი, მე ვუთხარი, ხალხიც იქ იყო და – არაო,”- განაცხადა მძღოლმა რამაზ სებისკვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მოკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადაიჩეხა.

ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ადამიანების გამოხმაურება არ წყდება. კომპანია ,,თრეველერ.ჯე”-ის მომსახურებას ბევრი ყოფილი მგზავრი უწუნებს და ამბობენ, რომ მძღოლები ძირითადად გაუმართავი მიკროავტობუსებით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ.

ტრაგიკულ შემთხვევის გამო,  25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button