გიორგი ვოლსკი: სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არც ბავშვებისთვის გაუკეთებიათ არაფერი და არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად

„სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს.

„ახლახან მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა:

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად, შემწეობასთან ერთად იღებენ 50 ლარს (ასეთი 160 ათასზე მეტი ბავშვია); იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილობა ჭარბობს შობადობას, ყოველი მესამე და შემდგომი ორ წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო 200 ლარის ოდენობით მაღალთიან რეგიონში.

ამასთანავე პირველ და მეორე ბავშვზეც გაიცემა 100 ლარი ყოველთვიურად; მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ოთხი და მეტი შვილით, სახელმწიფოს მხრიდნ სარგებლობენ ელექტროენერგიის სუფსიდირების პროგრამით; მშობიარობას სახელმწიფო აფინანსებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დახმარების პაკეტის ზრდა განხორციელდა ორ ეტაპად: მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ლარიდან 220 ლარამდე, ხოლო ივლისიდან 220 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთანავე, სახელმწიფო აფინანსებს ასეთი ბავშვების დღის ცენტრებს; უფასო გახდა საბავშვო ბაღები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი.

კვების რაციონის გარეშე არ დარჩენილან ბავშვები, როდესაც პანდებმიის გამო საბავშვო ბაღები დაიკეტა; აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა; ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ახალგაზრდები, თუნდაც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით.

სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილობრივი დახასიათებისთვის ამ ყველაფერს დაუმატეთ მკურნალობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება;

არავინ ამბობს, რომ ზოგადად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უტიფრობაა, სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად.

თითქმის არც ერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა ან საერთოდ არ მოქმედებდა ან უმნიშვნელო იყო. ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს“, – წერს გიორგი ვოლსკი.

გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button