სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას პირადად მიუსამძიმრა შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.

მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაციები კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების თაობაზე. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყოველთვის მიესალმება, დეესკალაციის მიზნით, მხარეების მიერ მშვიდობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button