იტალიის საელჩო შატილში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს

იტალიის საელჩო შატილში ტრაგედიისას დაღუპილთა ოჯახებს წრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„იტალიის საელჩოს შენობაზე დაშვებულია დროშები შატილის გზაზე დატრიალებული იმ საზარელი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იტალიის საელჩო წრფელ თანაგრძნობას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button