დეა კაპანაძემ დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის, რაღაც იცის და მალავს – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი ამ წუთებში ქალაქის პროკურატურაში იმყოფებიან. მათი მისვლის მიზეზი საქმის მასალების გაცნობა და გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტის დადგენაა. გამოკითხვაზე, ამ წუთებში, გარდაცვლილის მეგობარი დეა კაპანაძეც იმყოფება, რომელთანაც კითხვები აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედას.

“უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ, დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის, ესე იგი რაღაცას მალავს და რაღაცა იცის. დედამისმა მითხრა, რომ უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როდესაც თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?! რაღაც იცის და მალავს, მაგას ადრე თუ გვიან გავიგებთ,”- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი უწყებაში გამოძიების მიმდინარე პროცესის დეტალებს გაეცნობა:

“ველოდებით იმ 3 ჯიპის მარშრუტის დადგენას, როგორ გადაადგილდებოდა და მარშრუტის შეცვლის შემდეგ ხომ არ ჰქონდა კვეთა ისევ თამუნას მარშრუტთან და ყველა იმ ადამიანის დაკითხვაც, რომელიც მოთხოვნილი იყო ჩემი მხრიდან როგორ მიმდინარეობს,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button