შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთი პირი თბილისში უკვე გადმოიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნისას დაშავებული ერთი პირი უკვე გადმოიყვანეს თბილისში, მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება.

12 გარდაცვლილი და სამი დაშავებული – სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. მაშველები მგზავრთა იდენტიფიცირებას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button