უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო — გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შსს-ს ცნობით, ავტოავარიას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მძიმედ დაშავდა.

”უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას”, — აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს

უწყების ცნობით, მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. დაშავებულთა ნაწილი მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები კი გრძელდება. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button