პროკურატურა დაგვპირდა, რომ საქმის მოწმეები თავიდან დაიკითხებიან — ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს, პროკურატურაში იყო, მისი თქმით, პროკურატურისგან მიიღო პირობა, რომ მისი შვილის საქმეზე მოწმეთა ნაწილი თავიდან დაიკითხება, ასევე მოხდება თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირება.

“დღეს არაფერზე არ მიმიღია პასუხი, რაღაცები მაინტერესებდა და კითხვები დავსვი. მწყემსის დაკითხვა არ მომეწონა მაშინ, ფორმალურად იყო დაკითხული, კითხვები არ მომეწონა და გავაჟღერეთ, რომ ეგ ისევ თავიდან დაიკითხონ ეგ მოწმეები. კიო და შევთანხმდით, რომ მერე დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ. თეთრიწყაროს მოწმეები უნდა დაიკითხონ”, — თქვა მან

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button