კახა კალაძე შატილის გზაზე 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.

„დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია სამი მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button