ბელარუსში ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს

მინსკში, ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მანამდე, მთავრობამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ სამამულო ომის მემორიალთან არეულობის შემთხვევაში მათ პასუხს არა პოლიცია, არამედ ჯარი გასცემს.

Reuters-ს თვითმხილველმა განუცხადა, რომ დემონსტრანტები მონუმენტის მიმართულებით მარშირებდნენ, სადაც სამხედრო ფორმიანი, უსაფრთხოების ძალების წევრები არიან განლაგებულნი.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button