,,გახარიას მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს იმას, რომ ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას”- ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის უსუსური კომენტარი. გიორგი გახარია ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს. მისი მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს იმას, რომ ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას არ უთხრას სიმართლე, კერძოდ ის, თუ რა კავშირი ჰქონდა წერილთან. ჩვენ წერილი გახარიას გავლით გადმოგვეცა. დეტალებს უნდა ადგენდეს პროკურატურა და ეს არ არის საჯარო განხილვის საგანი, მაგრამ საჯაროდ გადმოგვეცა გიორგი გახარიას მიერ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, კითხვებით ტელეკომპანია ,,არტარეასაც” მიმართა.

„გამიჩნდა კითხვა და მივედი „არტარეას“ დირექტორთან, ვკითხე რას აჩვენებთ ასეთს, რომ ასე წერენ-მეთქი. მერე გავაანალიზეთ და აღმოჩნდა, რომ იქ გამოდიან კრიტიკულად განწყობილი მწერლები და ალბათ, ამ მწერლების კრიტიკა აღიზიანებდა მას, ვინც ეს წერილი შეთხზა. „მაგდანას ლურჯას“ ყურებით არ გაღიზიანდებოდა, ხომ?!“, – განაცხდა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განცხადებით, მუქარის ავტორებმა მას და მამუკა ხაზარაძეს რეპუტაცია ვერ შეულახეს.

„მესამე პუნქტში ეწერა: „დავიწყებთ თქვენს გაშავებას და თქვენ შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს შევატყობინებთ ყველაფერს“. ეს შეასრულეს, უბრალოდ არაფერი გამოუვიდათ, რეპუტაცია ვერ შეგვილახეს. მესამე პუნქტში ეწერა: „თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ თქვენ რაღაცა ჩაიდინეთ. ეს მუქარა აგვისრულეს, მაგრამ არავინ არ დაიჯერა მათი ეს კამპანია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროვა,  მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button