მთავარირეგიონიმესტიის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

მესტიის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად 400 მეტრიანი სამანქანე გზა წაღებულია.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები ორ საათში დაიწყება.

სტიქიის შედეგად გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის, ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფება მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მესტიისკენ მიემგზავრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.

პოპულარული სიახლეები