ტყის ხანძრების გამო კალიფორნია დახმარებას ითხოვს

კალიფორნიის შტატი მასშტაბური ტყის ხანძრების გამო დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

შტატის გუბერნატორმა, გეივინა ნიუსომმა დახმარებისთვის კანადას, ავსტრალიას და აგრეთვე ამერიკის შტატებს მიმართა.

ამ დროისთვის 560-ზე მეტმა ხანძრის კერამ 3000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი მოიცვა. სტიქიასთან საბრძოლველად 12 000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. გარდაიცვალა 6 ადამიანი, 120 000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. გავრცელებული ვერსიით, კალიფორნიაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი მეხის დაცემა გახდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button