სტიქია კახეთში – საგარეჯოს რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

მთელი საქართველოს მასშტაბით გაუარესებულმა ამინდმა პრობლემები საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც შექმნა.
რამდენიმე სოფელში – პატარძეულში გიორგიწმიმდშინინოწმინდასა და წყაროსთავში, სეტყვამ და უხვმა ნალექმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, და ერთწლიანი ბოსტნეულის კულტურები. სტიქიის შედეგად ასევე, დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ოთხი ათასამდე აბონენტი.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი. გიორგი ერბოწონაშვილის თქმით,
დილიდან მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ზარალის ითვლის, რის შემდეგაც გადაწყდება თუ როგორ მოხდება ადამიანების დახმარება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button