,,მკვლელებს ნუ ექნებათ ილუზია, მაინც ვიპოვი… სანატრელი გაუხდებათ თამუნას მდგომარეობა”- თამარ ბაჩალიაშვილის დედა

სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური მედიკამენტების მოხმარება არ ყოფილა. თუმცა, შინაგან ორგანოებში აღმოჩენილია სხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების კვალი.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნივთიერება, რომელმაც გარდაცვალება გამოიწვია, თამარის ორგანიზმში,  ინექციის გზით შეიყვანეს.

თამარ ბაჩალიაშვილის  დედა არც მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ენდობა და მას მორიგ ფარსს უწოდებს.

,,ამ ექსპერიმენტისგან არაფერს ველოდები. ეგ იყო მორიგი წარმოდგენა, დადგმული სპექტაკლი, რომელიც არაფრის მომცემი არ იყო. ზედამხედველობის ქვეშ იყო შსს თავის დროზე და გაეკეთებინათ იმავე დღეებში, სანამ შესაძლებელი იყო.

ლპობას არ განიცდის მზეზე დადებული საგნები, შრება ჯერ. 5 დღე არ არის ის დრო, რომ ცხედარი ამ მდგომარეობამდე მისულიყო. ეგ არის სუფთა ინექციით გამოწვეული.

მკვლელებს ნუ ექნებათ ილუზია, მათ მაინც ვიპოვი, ჩემი შვილის თვალები არ მოასვენებთ, სანატრელი გაუხდებათ თამუნას მდგომარეობა, მე ამას ვპირდები და ჩემი შვილის სულს ვიფიცებ ,”-აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button