შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზ.ხ.-ს მხრიდან პროცესის ხელოვნურად ჭიანურდება – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებული არასრულწლოვნი ზ.ხ. პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს, რის გამოც მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

პროკურორის ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას გაგრძელებულიყო სასამართლო პროცესი.

“სასწრაფო დახმარების ჯგუფმა განაცხადა, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას გაგრძელებულიყო პროცესი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი და ამავდროულად, მოუწოდა თავის ადვოკატს დაეტოვებინა სასამართლო პროცესი და მის გარეშე არ გაეგრძელებინათ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხდება ხელოვნურად პროცესის გაჭიანურება. დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს,” – განაცხადა პროკურორმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი გადაიდო. ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესი დატოვეს. მიზეზი პროცესზე არასრულწლოვნის შეუძლოდ გახდომა გახდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button