საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1385 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

განახლებულ მონაცემებს NCDC ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაზრდილია 20-ით და ჯამში მათი საერთო მონაცემი დღეისათვის 1128-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278 პირი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button