ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელს ,,კოვიდ-19″ დაუდასტურდა

ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ქობულეთის კლასტერს არ უკავშირდება​, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ბათუმის კოვიდცენტრში სულ 26 პაციენტი მკურნალობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button