სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 4 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა. სტიქიის შედეგად წაღებულია გზა და ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები.

მისივე თქმით, მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში საშიშროება არსებობს.

ლენტეხში სტიქია რამდენიმე კვირის წინაც იყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button