შაქარაშვილი საქმის სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანი ზ.ხ.რომელიც მეოთხეა დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა

გიორგი შქარაშვილის სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანი ზ.ხ ცუდად გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შაქარაშვილის საქმეზე დღეს არასრულწლოვნები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ ვერ დაესწრო.  პროცესი მისმა ადვოკატმა და ოჯახის წევრებმაც დატოვეს.

არასრულწლოვანი ზ.ხ-ს უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე 4 დღეა შიმშილობს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებს მისთვის წაყენებულ ბრალს.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგრძელებს შიმშილობას და შესაძლოა არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მსგავსად ისიც შეუძლოდ გახდეს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.შ. აგრძელებს შიმშილს, შესაძლოა მომდევნო სასამართლო სხდომაზე ჩვენც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ძალიან რთულია, როდესაც მშრალ შიმშილობას აცხადებენ არასრულწლოვნები. ბუნებრივია გადაიდო სასამართლო სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე დაინიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი და მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი,” – განაცხადა გვიშიანმა.

მორიგი სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 26 აგვისტოს 2 საათზეა ჩანიშნული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button